GABL - ლიგის შესახებ / B Division
samokvaruloliga@gmail.com
599 85 03 21 / 593 73 30 23

მონაწილე გუნდი შედგება მინიმუმ 8 და მაქსიმუმ 14 მოთამაშისაგან. გუნდები აღჭურვილი იქნებიან საკუთარი სიმბოლიკით (ფორმა, ლოგო, სახელწოდება)

მონაწილე გუნდები შესაძლებელია იყოს, როგორც ფიზიკური პირთა არარეგისტრირებული გაერთიანება ასევე იურიდიული პირებიც (მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებები);

ჩემპიონატში მონაწილეობისთვის დაწესებულია საწევრო გადასახადი (საწევროს გადახდის წესი და პირობები განსაზღვრულია ლიგის დებულებაში).

„კალათბურთის სამოყვარულო ლიგაში“ დარეგისტრირებულ გუნდებთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გუნდები აიღებენ სრულ პასუხილმგებლობას ლიგის დებულებით გათვალისწინებულ პირობების ჯეროვან შესრულებაზე.

თვითოეულ გუნდს ეყოლება ერთი ოფიციალური წარმომადგენელი (მენეჯერი), რომელიც უზრუნველყოფს საკუთარი გუნდისა და „კალათბურთის სამოყვარულო ლიგის“ მიერ ურთიერთ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.

რეგისტრაციის დროს, გუნდების მიერ წარმოდგენილ განაცხადში შეყვანილი პირები ინდივიდუალურად მიიღებენ „კალათბურთის სამოყვარულო ლიგაში“ მონაწილეობის ლიცენზიას.

გუნდების განაცხადის რეგისტრაციის შემდგომ, ჩემპიონატის მსვლელობის განმავლობაში გუნდს რჩება უფლება დაიმატოს მაქსიმუმ ორი ახალი მოთამაშე, ამასთან საერთო ჯამში განაცხადში მოთამაშეების რაოდენობა ერთ გუნდზე არ უნდა აღემატებოდეს 14 ადამიანს.

ჩემპიონატი ჩატარდება ორ ეტაპად: რეგულარული სეზონი და ფინალური ეტაპი (Playoff). რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, ფინალურ ეტაპამდე გაიმართება ე.წ. „All-star“ თამაში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ პირველი ეტაპის საუკეთესო მოათამაშეთაგან შემდგარი გუნდები, ასევე ჩემპიონატის მსვლელობისას ჩატარდება Online გამოკიტხვები როგორც „კალათბურთის სამოყვარულო ლიგის“ ვებ-გვერდზე ასევე Facebook page-ზე და გამოკითხვის შედეგების საფუძველზე განისაზღვრება „All-star“ თამაშში მონაწილე პირების ვინაობა.